ეკა ცინცაძის პერსონალური გამოფენა

4 სექტემბერს ეკატერინე ცინცაძის მესამე პერსონალური გამოფენა გაიხსნა ბათუმის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში. დამთვალიერებელს ბათუმელი მხატვრის 45 გრაფიკული ნამუშევრის ნახვა შეუძლია.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები   ბოლო 2 წლის განმავლობაში შეიქმნა. გამოფენის მხარდამჭერია აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო.გამოფენა 14 სექტემბრამდე გაგრძელდება.